ნინო ქეთელაური
(25.10.2016)

სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და ზუგდიდში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ პარტიისთვის 11 ოქტომბერს გამართული პოლიტსაბჭოდან იყო ცნობილი.

"ძვირფასო მეგობრებო და თანამებრძოლებო! არაერთგვაროვანი რეაქცია და არაჯანსაღი სპეკულაციები მოჰყვა ჩემს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში ივანიშვილის მიერ ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ფარსში მონაწილეობას," - ამის შესახებ რულოვსმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.

როგორც ის წერს, ზუსტად პოლიტსაბჭოს სხდომის დროს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის რაიონის 3 საარჩევნო უბანზე პირველი ტური განმეორებით ჩატარდებოდა.

"იქვე, პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ზუგდიდის რაიონში ჩემთვის პირველი ტური ჯერ არ დამთავრებულა. ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეუსაბამოა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებებთან", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება ცოლის მეშვეობით მისი პოზიციის გახმოვანება.

"მე მგონი ნათელია, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდება ჩემი მეშვეობით თავისი პოზიციის გახმოვანება. ბანალობაა იმის მტკიცება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ბრძოლაზე უარს ნიშნავს.

ჩვენი ბრძოლის მიზანი არაფორმალური მმართველის, რუსი ოლიგარქის დამარცხებაა და ეს აუცილებლად მოხდება იმაზე მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია", - წერს რულოვსი.

როგორ ფიქრობთ, რატომ მოხსნა სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): "ამის მიზეზია ის, რომ მიხვდა, 30 ოქტომბერს მაჟორატარულ სიით მაინც წააგებდა. ის პარტიულ სიაში არის, შესაბამისად, პარლამენტში იქნება და თავი აღარ შეირცხვინა. ჩვენთვის წაგება-მოგება არაფერია, მაგრამ ის ხომ პირველი ლედია, იცის წააგებდა და აღარ უნდა, რომ წაგებული იყოს."

 

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): "სრულიად უბრალო მიზეზია, ის სიებით ისედაც გადის და რაღა საჭირო იყო მეორე ტურში მონაწილეობა?! ალბათ, ზედმეტ აყალ-მაყალს მოერიდა."

 

 

 

 

 მიხელ ღანიშაშვილი (პოეტი): "როგორც თავად სანდრა რულოვსმა განმარტა, იქ მას უწევს საკმაოდ უთანასწორო გარემოში ბრძოლა, რომ იქ ჩართული არიან კრიმინალური ელემენტები და არასასურველი ძალები.

მის განმარტებას თუ ვენდობით, ეს ალბათ ასეც არის. მე ერთი რამ ვიცი, რომ ქალბატონ სანდრას ზუგდიდში მხარდაჭერა ჰქონდა და უნდა ვენდოთ იმ განმარტებას, რომელიც ამ საკითხზე გააკეთა."

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "მე მგონია, რომ მეორე ტურში დამარცხებას გაექცა. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სააკაშვილის ავტორიტეტის დაცემაზე მეტყველებს და ამის გამოჩენა არ უნდათ."

ჩაწერა სახელი
M.Z. Great British. Oxford. (25.10.2016)
imitom rom ukanonobaa,gayalbebaa irgvliv saqarTveloshi.ar aris kanoni,sachiro ki da mkacrad mkacri,adamianuri! simartlis .Dura lex,sed lex!თავის უ ფ ა ლ ქვეყანას -საქართველოს! ესაჭიროვებიან ქართველები,რომელნიც ქართველობენ! ერთ გონების ქართულ უძლეველ მუშტად შეკრულნი,ძალად,შიშის ზარს რომ სცემდა ჩვენდამი აგრესიულად გათვითნებივრებულ,ჩვენი მიწა წყლის წამრთმევ,დ რ ო ე ბ ი თ წამრთმევ,ერანა მეზობელ ქვეყნების სტომაქ გაუმაძღარ მმართველ ეშმაკეულთ.,ოქროს ხანის დიადი ქართველების მაგვარად "განსწავლულები" გვესაჭიროვებიან ,გადაუდებლად,ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე მ ისული ქვეყნისამე3ბრ, ქართველებო!სადა ? ხართ.მოქიშფენიო სამშობლოს სიყვარულშია, მხოლოდა!და ურთიერთ მხარში მდგომნი სამკვდრო სასიცოცხლოდ ბრძლოებში ქართველთა არაკეთილისმსურველებთან ჭიდილისას ჩუენისა!რატომ იგვიანებთ???

სანაყო (25.10.2016)
დაინახა რომ 22 ოქტომბერს განმეორებით კენჭისყრა ვერ მოიგო ხელი ჩაიქნია

გოგი (25.10.2016)
უბრალოდ თავი არ შეირცხვინა

გოგი (25.10.2016)
უბრალოდ თავი არ შეირცხვინა