ნინო ქეთელაური
(19.10.2016)

უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" ვრცელ სტატიას უძღვნის გასულ კვირას, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართული კენჭისყრის შედეგებს, რომლის მიხედვით, ქართული დელეგაციის წევრებს უკრაინის მხარდამჭერი 2 რეზოლუციის მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"საქართველოს ღალატი თუ სააკაშვილის პიარი? რას ნიშნავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართველების უკრაინისთვის ხმის არმიცემა", - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, სტრასბურგის ბიუროს ჟურნალისტი სერგეი სიდორენკო აღნიშნავს, რომ მომხდარმა მიხეილ სააკაშვილის, დავით საყვარელიძის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრების შეშფოთება გამოიწვია.

მისი მოსაზრებით, სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, უკრაინელებს დაანახონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას უღალატა და ამბობენ, რომ კენჭისყრაში არმონაწილეობა მთელი საქართველოს პოზიცია კი არ არის, არამედ მოქმედი ხელისუფლების დემარშია, მაშინ როცა სააკაშვილის მხარდამჭერებს სხვანაირი პოზიცია უკავიათ.

"თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი: უკრაინის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არც სააკაშვილის თანამებრძოლებს არ მიუღიათ", - აღნიშნავს სერგეი სიდორენკო.

ამასთან, მასალაში ჩამოთვლია ცალკეული რეზოლუციები, რომლებსაც ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ან არ შეუერთდა.

საქართველოს დელეგაციას უნდა დაეჭირა თუ არა მხარი უკრაინისთვის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): "საქართველოს თავისი სტრატეგია უკვე აქვს, მაგრამ მოცემულობა რაც არის, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის კუპანტი, ისევე, როგორც უკრაინისთვის. ალბათ, პოლიტიკოსებს უნდა მოვთხოვოთ ამაზე პასუხი და პოლიტოლოგები უკეთ ახსნიან.

ჩემთვის, როგორც გარედან დამკვირვებლისთვის, რუსეთი ოკუპანტია და ამას აღიარებს არამარტო ქართული, არამედ ევროპული ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.

რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს, არის ევროკავშირიდან მოწოდება, რომ რუსეთთან მაინც გამოინახოს საერთო ენა. რა თქმა უნდა, უკრაინის შემთხვევაშიც ანექსიასთან გვაქვს საქმე, მეტიც, იქ კიდევ უარესი სურათი შეიძლება იყოს და დანარჩენი, რას გადაწყვეტს საგარეო უწყება, ეს უკვე ხელისფლების და პოლიტიკოსების გადასაწყვეტია."

 მიხელ ცაგარელი (ასტროლოგი): "ამაზე ალბათ ჯობია მთავრობის წარმომადგენლებმა გასცენ პასუხი, რადგან მათ უკეთ იციან, რა არის ამის მიზეზი. მაგრამ, თუ მე მეკითხებით, უკრაინას მეც ასე მოვექცეეოდი, რადგან ის ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად იქცევა. ფაქტობრივად, თავშესაფარი გახდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბრალი მიუძღვის საქართველოს ნეგატიურ მოვნელებში. მათ გადმოცემაზეც უარი განაცხადა ამ ქვეყანამ.

აქედან გამომდინარე, ის სითბო, რაც საქართველო-უკრაინას შორის იყო, ისევ და ისევ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადათელა, გააფუჭა ეს ურთიერთობები და შეიტანა დისონანსი ამ ორ ქვეყანს შორის.

სამწუხროდ, დღეს ეს ურთიერთობა აღარ არის ისეთი, როგორიც იყო. უკრაინა ფაქტობრივად, საქართველოში უკვე ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან" და იმ ბუდესთან, სადაც მზადდება სხვადასხვა სახის მდარე პროცესებზე ზეწოლის ფაქტორები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად უყურებს უკრაინის მთავრობა.

ამიტომ, ცხადია ეს ურთიერთობა აღარ არის და მე მიმამჩია, რომ საქართევლოს პოზიციაც სწორია, რადგანაც უკრაინისგან წამოვიდა ასეთი არამეგობრული დამოკიდებულება. საქართველოსაც აქვს უფლება ხელ-ფეხი გაიხსნას და რაც ადრე იყო, რომ არიქა, უკრაინას ყველაფერში მხარი უნდა დავუჭიროთ, ახლა ეს აღარ არის საჭირო."

 სერგო ვარდისაიძე (ისტორიკოსი): "მე კონკრეტულად არ ვიცი რა საკითხებზე იყო მსჯელობა და რა რეზოლუციებზეა საუბარი, მაგრამ თვითონ უკრაინის სახელმწიფოსთვის ჩვენს მხარდაჭერას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუმცა, როდესაც საქმე ჩვენს სახელმწიფოში ვინმეს ჩარევა - არჩარევას ეხება, უკრაინისგან უფრო მყარი გარანტიები გვჭირდება."

 

 

 გოგი თორაძე რეჟისორი): "მანდ როგორც ვიცი, გარკეული რეზოლუციის მომზადებაში ჩვენი მხარე მონაწილეობდა. ამიტომ, ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი. თუმცა, ერთია, უკრაინასთან მიმართებით რაც ხდება, ჩვენი ყოფილი ხელისუფლების მომენტიცაა, მაგრამ უკრაინის მთავრობის გარდა, არის უკრაინელი ხალხი, რომელიც ჩვენი მეგობარია.

მე პირადად, უამრავი უკრაინელი მეგობარი მყავს და ვფიქრობ, ამ ხალხთან ურთიერთობა შესანარჩუნელია. არამგონია, რომ წინა ხელისუფლებების გამო მომხდარიყო იქ რამე, მაგრამ თუ ასეა, ძალიან ცუდია. ჯერ კიდევ გასარკვევია რაზე შეიკავეს თავი და რაზე არა."

ჩაწერა სახელი
инцитатус (19.10.2016)
гамарджоба! Ганхилваши монацилеобас ар мивигеб, Цагарелс минда вутхра ори ситква. Сулелс да черчетс ра гамолевс ам квекнад маграм Цагарелистанас вер иповит ам планетазе. Мадлоба