რეზონანსი
(20.06.2022)

საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი - ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპის საბჭოში განგაშია.

„ევროპის საბჭოში სერიოზული განგაშია!!!

რუსეთმა ლიტვა დაადანაშაულა კალინინგრადის ბლოკადაში მას შემდეგ, რაც ლიტვამ კატეგორიულად აკრძალა ტრანზიტის გამოყენება.

რამდენიმე საათის წინ გაიცა გაფრთხილება: თუ ლიტვა სასწრაფოდ არ მოხსნის ბლოკადას, რუსეთი სამხედრო გზით მოახდენს ეროვნული ინტერესების დაცვას და მიიტანს იერიშს ამ ქვეყანაზე", - წერს სულაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე