რეზონანსი
(08.05.2022)

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, საქართველოში არავინ აფასებს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, თავისი სათქმელი სხვაგან თქვას.

„მე პირადად, აქედან უნდა წავიდე! მეტი აღარ შემიძლია... 200 0000000 პროექტი და იდეა მაქვს, მაქვს ნიჭი, მაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გავაკეთო ჩემი საქმე, გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და ხალხისთვის? მაგრამ, წლები გავიდა, და კიდევ გადის, რას ველოდო? სანამ მთლიანად დამაავადებენ და მერე, ოღონდაც უი საწყალიო ათქმევინე და თან ჩამოგყვებიან, მთავარია მიწაში იწვე!!არაა, მე ჩემს სიტყვას ვიტყვი, სხვაგან... და მერე გახდება სანატრელი ეკა! უი უი ეს მოღალატეოო, აქ რას მიკეთებდაო, ხოდა არაფერს, ვერაფერს, აქაურ მენტალიტეტს კარგად ვიცნობ, ამიტომ წავედი, თავს უნდა მივხედო, - სამშობლო დედის ძუძუი-ო, აღარაა დედაჩემი ცოცხალი, შესაბამისად, გერი გამოვდექი, ხოდა სადაც დამაფასებს სამყარო იქ ვიცხოვრებ!" - წერს ეკა კვალიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე