რეზონანსი
(03.09.2020)

მომღერალი ნინო ჩხეიძე პანდემიის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. მისი განცხადებით, კორონავირუსის გამო, გადაედო 15 კონცერტი, რადგან ის საზღვარგარეთ ვერ წავიდა.

"კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული გავლენა იქონია ბიზნესზე და ჩემს შემოსავლებზე, როგორც გიტხარით, 15 დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა საზღვარგარეთ. ეს კონცერტები რომ შემდგარიყო, მას კიდევ ამდენი შემოთავაზება მოჰყვებოდა.

რაც შეეხება რადიო-ტელევიზიას, ბუნებრივია, აქაც განახევრდა შემოსავლები, რადგან მთლიანად სარეკლამო შემოსავლებზე ვართ დამოკიდებული და ამ პანდემიის დროს, რეკლამები თითქმის სრულიად გაჩერდა. რაღაცნაირად ვცდილობთ თავი გავიტანოთ და ეს რთული ეტაპი დავძლიოთ", - განაცხადა ჩხეიძემ "სარკესთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე