
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს საშემოდგომო სესიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვის, საკომიტეტო საქმიანობის. ყველას მოგიწოდებთ, იყოთ აქტიურად ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო კომიტეტებს, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ, მათ შორის, რეგიონებში გასვლითი სხდომების ჩატარებით. მოგიწოდებთ, ამ ტემპით გავაგრძელოთ, პარლამენტის შენობაში შეხვედრებისა და სხდომების გარდა, გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობა გვქონდეს, საკომიტეტო ფორმატში რეგიონში აქტუალური საკითხების განხილვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება მიმდინარე სასესიო კვირას, როგორც შალვა პაპუაშვილვა განაცხადა, დაჩქარებული კანონპროექტები არ არის, ამიტომ კანონპროექტების განხილვა ჩვეულებრივი ტემპით გაგრძელდება.
„გუშინ დარეგისტრირდა ახალი ინიციატივები. დაჩქარებული კანონპროექტები არ გვაქვს, ამიტომ ჩვეულებრივი ტემპით გაგრძელდება კანონპროექტების განხილვა. ვინაიდან დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტები განსახილველად არ გვაქვს, არის სამშაბათი და გვექნება პოლიტიკური განცხადებები. პლენარულ სხდომას კი დღეს პოლიტიკური განცხადებებით დავასრულებთ. მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები აღარ გვექნება და შეგიძლიათ, გააგრძელოთ საკომიტეტო საქმიანობა მიმდინარე და მომავალ კვირას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



