
ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ რაც უფრო მეტი შეხება ექნება უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბრიუსელთან, ის უფრო მეტ მსგავს განცხადებებს გააკეთებს.
„ჩვენთვისაც ბევრს უთქვამს, ყურადღება არც კი მიგვექცია ევროპარლამენტარები რას ამბობენ, ან ზოგიერთი ევრობიუროკრატი ბრიუსელში რას ამბობს. ამ ყველაფრის მიზეზი არის ერთი რამ, რომ ბევრი ხედავს და ხვდება, რომ ბრიუსელის ევრობიუროკრატები დიდი ხანია აღარ არიან დაინტერესებული ევროპელი მოქალაქეების ინტერესებით, მათ აქვთ რაღაც თავიანთი ვიწრო დღის წესრიგი, რომელიც როგორ წესი ემთხვევა არაფორმალური გავლენების ინტერესებს და სწორედ ამ დღის წესრიგს ატარებენ, რაც ხშირად ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროპელი მოქალაქეების და ევროპული სახელმწიფოების დღის წესრიგთან. რაც უფრო ხშირი კვეთა ექნება ბრიუსელთან, როგორც ჩანს უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მსგავს განცხადებებს კიდევ უფრო ხშირად გააკეთებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ, მიგრაციის საკითხებზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



