რეზონანსი
(01.09.2026)

სა­ჩხე­რე­ში, თევ­ზა­ო­ბის დროს მა­მა­კა­ცი დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31 წლის ახალ­გაზ­რდა თევ­ზა­ობ­და, რა დრო­საც ან­კე­სი ელექტრო­კა­ბელს გა­მო­ე­დო. კაცი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

რო­გორც “სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ჩხე­რე­ლი“ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე წერს, ის ყო­ფი­ლი მო­რაგ­ბე ლაშა (პან­და) გრძე­ლიშ­ვი­ლია.

“სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია - ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ლაშა (პან­და) გრძე­ლიშ­ვი­ლი. სა­რაგ­ბო კლუბ “ჯრუ­ჭის“ ყო­ფი­ლი მო­თა­მა­შე, ლაშა გრძე­ლიშ­ვი­ლი თევ­ზა­ო­ბის დროს მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­უ­ლი და სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი მო­მა­ვა­ლი წინ ჰქონ­და, 1-ელ სექ­ტემ­ბერს 31 წლის გახ­დე­ბო­და.

სა­ჩხე­რე­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ამ უმ­ძი­მეს­მა ტრა­გე­დი­ამ ყვე­ლას გული და­წყვი­ტა და დიდი სი­ცა­რი­ე­ლე და­ტო­ვა.

თა­ნა­ვუგ­რძნობთ ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს ამ უდი­დე­სი ტკი­ვი­ლის ჟამს.

ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული,“ - წე­რია გავ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე