რეზონანსი
(01.09.2026)

ახალქალაქში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

როგორც გამოცემა Jnews.ge იუწყება, გოგონა ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით ბავშვი თბილისში გადაიყვანეს. გამოცემის ინფორმაციით, მცირეწლოვანს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და მართვით სუნთქვაზეა.

შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. დამატებითი დეტალები უცნობია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე