რეზონანსი
(31.08.2026)

 მარნეულის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

24News.ge-ის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე