რეზონანსი
(31.08.2026)

4 ოქტომბრის საქმე დაკავებულ გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმდა - გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
დღეს მიღებული გადაწყევტილების შემდეგ, საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა განსახილველად.
გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.
გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



