რეზონანსი
(30.08.2026)

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მან არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედომაროვი დაამარცხა.
„ლოზანის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედომაროვი დაამარცხა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



