რეზონანსი
(30.08.2026)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა. ხანძრის განმომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე სავარაუდოდ ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე რამდენიმე მანქანა დაზიანდა. ამ დროისთვის, არ არის ცნობილი, მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილობრივები წერენ, სოციალურ ქსელში წერენ, რომ მიმდებარედ აფეთქების ძლიერი ხმა ისმოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე მაშველები ადგილზე იმყოფებიან და ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე