რეზონანსი
(29.08.2026)

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი მერიის ცნობით, იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგია აღდგენილია სრულად, ბუნებრივი აირი ასამდე ოჯახს არ მიეწოდება, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე