რეზონანსი
(29.08.2026)

კიევის ოლქის ბუჩას რაიონში საწყობებზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია 40-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. 

კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, რუსების დარტყმის ზონიდან 381 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 28 აგვისტოს საღამოს, რუსულმა ძალებმა ბუჩას რაიონს დაარტყეს. თავდასხმამ საწყობებში აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე