რეზონანსი
(29.08.2026)

ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების დედა, სოფიო ხარშილაძე სასიხარულო ამბავს გვიზიარებს. როგორც სოფიო წერს, დღეს მარიამობის დღესასწაულზე ნიამ დამოუკიდებლად შეძლო ფეხზე დადგომა.
„მარიამობის სასწაული, პირველი დამოუკიდებელი დგომა, ყველაფერს თავისი დრო აქვს“, - წერს სოფიო.
ცნობისთვის, შემთხვევა ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, როცა გზაზე გადადიოდნენ.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


