რეზონანსი
(28.08.2026)

თბილისში რუსეთის მოქალაქე, შუახნის მამაკაცი მოკლეს. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ, ავლაბარში, ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ.
მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. წყარო „ტვ პირველს“ ეუბნება რომ, საზღვრის კვეთა 26 აგვისტოს ფიქსირდება.
თუ რა გახდა აღნიშნული დანაშაულის მიზეზი, ჯერ უცნობია. სავარაუდო დამნაშავე ამ ეტაპისთვის დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



