რეზონანსი
(27.08.2026)

ავჭალაში ტრაგედია დატრიალდა. დაიღუპა 17 წლის მარიამ ლომიშვილი. შემთხვევა ავჭალის ხიდთან გუშინ საღამოს მოხდა.

„ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას დაველოდებით. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მარიამი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა. დეიდას უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა და მალე მოვიდოდა.

არანაირ ცუდ ხასიათზე ყოფნა, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ სურვილი გასჩენოდა თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მსგავსი არაფერი იყო. ან უბედური შემთხვევაა ან დანაშაული, მე თვითმკვლელობას ვერ განვიხილავ. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მარიამი ფსიქოლოგიური ან სხვა სახის სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი, დაახლოებით, ალბათ. გამოძიებასთან ვითანამშრომლებთ და ყველაფერს დაადგენს გამოძიება“, - განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. P.S. აღსანიშნავია, რომ გაუქმებულ ხიდზე არ არის არანაირი ნიშანი, რომ შესვლა აკრძალულია, არც შემოღობილია და არც დაცვა.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე