რეზონანსი
(26.08.2026)

ენმ-ს წევრი, ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილს ალაპარაკებისკენ მოუწოდებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თუ ექს-პრემიერის თავის გადარჩენა სურს, სწორედ ასე უნდა მოიქცეს.

წითლიძის თქმით, დღეს დაპატიმრებულ ექ-ს-მაღალჩინოსანს მის მიერ შექმნილი სისტემა ასამართლებს, რადგან სწორედ მისი მონაწილეობით მოხდა „პოლიტიკური პროცესების მართვა სასამართლოში“. 

„ღარიბაშვილი, რომელიც თავად იყო ერთ-ერთი შემოქმედი ამ სისტემის, ზუსტად იცის, როგორ შეუშლია ოლიგარქიულ სისტემას პოლიტიკური პროცესები მართოს სასამართლოში და არა მხოლოდ სასამართლოში. და სწორედ ის სსისტემა, რომელიც ღარიბაშვილმა შექმნა, ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, ლილუაშვილთან, მამუკა მდინარაძესტან ერთად, ახლა სწორედ ეს სისტემა გადათელავს ღარიბაშვილს ისე, რომ მას შესაძლებლობაც არ ექნება უბრალოდ სამართლიანი სასამართლოსი, იმიტომ, რომ ეს სამართლიანი სასამართლო და სახელმწიფო ინსტიტუტები ოლიგარქიულმა სისტემამ რომ მიიტაცა, ღარიბაშვილი ამის ერთ-ერთი შემოქმედი იყო. ღარიბაშვილს თუ თავის გადარჩენა უნდა, ერთადერთი რამ აქვს დარჩენილი,  უნდა ილაპარაკოს სიმართლე“, - ამბობს ანი წითლიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე