რეზონანსი
(24.08.2026)

 ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სხვადასხვა სივრცეებია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოსთვის და ალბათ რეგიონისთვისაც უნიკალური ტექნოლოგიური სამეცნიერო მუზეუმი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, ჰაბისადმი ინტერესი მაღალია. ამავდროულად ტექნოჰაბი TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად ემზადება.

"ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული", - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე