რეზონანსი
(23.08.2026)

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ მანავში რამდენი საათის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც ტურისტები კახეთის მიმართულებით გადაჰყავდა.
შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანა. დაშავებულთაგან ერთ-ერთის, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



