რეზონანსი
(23.08.2026)

იმერეთში 67 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ცნობით, კაცი არასრულწლოვანს ურეკავდა. საეჭვო საუბრის შესახებ გოგონამ დედას უთხრა. მტკიცებულებების მოპოვებისა და ბავშვის ნაამბობის დადასტურების მიზნით, დედამ შვილს ათქმევინა, რომ სახლში მარტო იყო, რის შემდეგაც კაცმა არასრულწლოვანს დაურეკა, საუბარი კი მშობელმა ჩაიწერა.
კაცი ამ მომენტამდე დაკავებული არ იყო და დღეს კი იგი გარდაცვლილი იპოვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



