რეზონანსი
(20.08.2026)

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ბახმაროს დოღზე მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.
"ბახმაროში ყოველ წელს, დოღზე უსიამოვნო ამბავი ხდება ხოლმე: შარშან მხედრები მდინარეში ჩაცვივდნენ და კაი, ეს უფრო დამახასიათებელია, მაგრამ წელს აგერ, ხალხში შევარდა ცხენი და 5 წლის გოგო ლამის გადათელა, რომელიც დოღის დასრულებამდე და მანქანების კოლონის გაწოვამდე სასწრაფო დახმარების მანქანაში ჰყავდათ, რადგან სასწრაფო მანამდე ვერ გავიდოდა, სანამ მანქანებისთვის გვერდის ავლა არ გახდებოდა შესაძლებელი..." - დაწერა ლაშა ბერულავამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


