რეზონანსი
(19.08.2026)

მარნეულში, მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას დაღუპული მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მკვიდრია. 41 წლის ვალერი ზავრაშვილს, მონტაჟის დროს, კიბეზე ასვლისას ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა. კაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„სიკეთის ადამიანი იყავი... უმძიმესი ამბავია... დაუჯერებელია ეს ყველაფერი.“.

„ეს რა გვიყავი მეგობარო, კლასელო, როგორ მოგიხსენო წარსულში?“.

„ვაიმე, გასკდა გული, როგორ დამენანა“.

„ჩემო კარგო ადამიანო, როგორ მეწყინა... ნათელი შენს ლამაზ სულს“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ზავრაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე