რეზონანსი
(18.08.2026)

„არაფერი არ გააჩნიათ და ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმებოდნენ?!“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლას.

მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირს ამ ადამიანების იმედი ჰქონდა, რომ იქნებოდნენ ევროპული ღირებულებების წარმომადგენლები.

„როგორც კი შეიქმნა, იმ დღესვე დააფიქსირეს - ჩვენ კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე გზები გვაქვსო. მაშინვე დიაგნოზი დავუსვით, რომ ეს ალიანსი ვერც იარსებებდა, არც მომავალი ექნებოდა და სანამ ფორმალურად იარსებებდა ერთმანეთს დაჭამდნენ. გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით.

შეკითხვა მაქვს ევრობიუროკრატიასთან, ევროკავშირის ელჩთან - ამ ხალხზე ეუბნებოდით ქართველ საზოგადოებას, რომ ესენი შექმნიდნენ ქართულ კოალიციას და ესენი იქნებოდნენ ევროპული ღირებულებების წარმომადგენლები?! არაფერი არ გააჩნიათ და არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმებოდნენ?!“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე