რეზონანსი
(18.08.2026)

ბათუმის ძველ ბულვარში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი კაცი დაიჭრა. "ინტერპრესნიუსი" ცნობით, ახალგაზრდა კაცები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მეორემ კი პირველის წინააღმდეგ დანა გამოიყენა.  დაშავებულები სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე