რეზონანსი
(17.08.2026)

ყოფილი ფეხბურთელი, ბავშვთა საფეხბურთო გუნდის “ზეკარის” მწვრთნელი, გიორგი ტუხაშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას 35-ე საფეხბურთო სკოლა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"გარდაიცვალა ყოფილი ფეხბურთელი და ვარკეთილის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის “ზეკარის” მწვრთვნელი გიორგი ტუხაშვილი.ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ტუხაშვილი მძიმე სენს ებრძოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



