რეზონანსი
(17.08.2026)

ადვოკატის ინფორმაციით, მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია.

„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში. ამ დროისათვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში. საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მისი მიმდინარეობის შესახებ“, – წერს ადვოკატი, თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში კობა ფარტენაძეს თავს რამდენჯერმე დაესხნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე