რეზონანსი
(16.08.2026)

„აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლით დაიწყო.

ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მატარებელი მოზარდს დაეჯახა. 16 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე