რეზონანსი
(12.08.2026)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავარია მოხდა. შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„გურია ნიუსი“ ისევ დაუკავშირდა კლინიკა „მედალფას“ დირექტორს დავით მდინარაძეს. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში ხუთი ადამიანია შეყვანილი, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, სოფელ გომში გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა.

გურიანიუსი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე