რეზონანსი
(12.08.2026)

გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, კახა გელაშვილის შვილს, ანა გელაშვილს  არ სჯერა, რომ გურამი გარდაიცვალა. 

"ჩვენი მეგობარი არის ცოცხალი, ჩემი ვერსია ეს არის, რომ ჩემი მეგობარი უნდა იყოს ცოცხალი, იმიტომ, რომ ჩემი გონება ვერასოდეს დაუშვებს იმას, რომ ის არის გარდაცვლილი. იმიტომ, რომ მე ის გარდაცვლილი მდგომარეობაში არ მინახავს. შესაბამისად ვიწყებ ფიქრს, თუ სად შეიძლება იყოს ეს ადამიანი ცოცხალი და როდესაც ამაზე ვფიქრობთ ვერ გავაჟღერებთ ყველა დეტალს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გამოძიება არასოდეს... ვინ იცის იქნებ მიყურებდეს კიდეც და ძალიან მინდა დაგვიბრუნდეს", - განაცხადა გურამ დადიანიძის საქმის მოწმემ ანა გელაშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე