რეზონანსი
(12.08.2026)

ქვემო ქართლში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული, 2025 წელს თაღლითურად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 2 741 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას.
დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს”. - წერს შსს.
ამჟამად, დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



