რეზონანსი
(11.08.2026)

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.
ქალი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



