რეზონანსი
(11.08.2026)

მოლდოვას საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს, - ინფორმაციას გამოცემა „ნიუსმეიკერი“ ავრცელებს. მოლდოვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონი 10 აგვისტოს საღამოს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში, უკრაინის ოდესის ოლქიდან შეფრინდა და შემდეგ კვლავ უკან დაბრუნდა.
უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, რუსული „გერან-3“-ის ტიპის დრონი იყო.
ცნობისთვის, ეს გასული ორი დღის განმავლობაში დრონებით მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევის მეორე შემთხვევაა.
9 აგვისტოს, მოლდოვას შტეფან-ვოდას რაიონში დრონი ჩამოვარა და აფეთქდა. ინციდენტის შემდეგ მოლდოვამ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



