
ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი-თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „China Road and Bridge Corporation“-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაასრულა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ24 (ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი) - კმ57-ში (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) გამავალ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



