რეზონანსი
(09.08.2026)

წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს. უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა კაცი მდინარის ფერდზე იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის ირაკლი მაქაცარია მდინარეში ქალისა და 2 ბავშვის გადასარჩენად შევიდა - მან დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თუმცა თავად დინებამ წაიღო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



