რეზონანსი
(07.08.2026)

კვლავ უნდა გავიხსენოთ სამშობლოსთვის თავშეწირული გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გმირების ხსოვნა მარადიულია.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. დღეს კვლავ უნდა გავიხსენოთ სამშობლოსთვის თავშეწირული გმირები, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე დათმეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მათი ვაჟკაცობა, თავგანწირვა და გმირობა მუდამ იქნება სამაგალითო ყველა პატრიოტისთვის. დიდება გმირებს, მათი ხსოვნა მარადიულია“, - წერს ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე