რეზონანსი
(07.08.2026)

ვარშავაში ჯგუფური თავდასხმის, ყაჩაღობისა და გატაცების მცდელობის ფაქტზე საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს - პოლონური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა პოლონეთის დედაქალაქის ცენტრში მოხდა. 25 წლის ბელარუსის მოქალაქე ბანკომატზე ფულის შეტანას ცდილობდა, რა დროსაც საქართველოს 5 მოქალაქე დაესხა თავს.
თავდამსხმელები ბელარუსელ კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მისი მანქანაში შეთრევა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს. თავდამსხმელებმა მსხვერპლს რამდენიმე ათასი ზლოტი და ტელეფონი გასტაცეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



