რეზონანსი
(06.08.2026)

გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში ორი ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ავარია კურტ-შუმახერ-შტრასეზე, ბუნდესლიგის კლუბ „შალკეს“ ფელტინს-არენას მახლობლად მოხდა.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, შვიდი - უფრო მძიმედ, ხოლო სამმა ადამიანმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. 

სასწრაფო დახმარების სამსახურების რეაგირების გამო ადგილზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერდა. 

საინფორმაციო სააგენტო DPA პოლიციის პრესსპიკერზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთ-ერთი ტრამვაი, რომელშიც მართვის სწავლება მიმდინარეობდა, გაჩერდა, ხოლო მეორე მას უკნიდან შეეჯახა. მიმდინარეობს ინციდენტის მიზეზის დადგენა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე