რეზონანსი
(06.08.2026)

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა. გარდაცვლილი ქალი ელენიკო სახეიშვილია.
ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც მცირეწლოვანი დინებამ წაიღო. ვერც ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



