რეზონანსი
(05.08.2026)

"ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ... ერთი სულის გადარჩენა მირჩევნია, ვიდრე ათასი საყვედურის მოსმენას. [...]ერთი დაკარგულისთვის ღირს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა ცეცხლის ალისაგან. ვლოცულობ ლანასათვის და არ მივცემ ბოროტ ძალებს რომ დაღუპონ მისი სული," - დაწერა გუშინ მღვდელმა ექვთიმე სარალიძემ სოციალურ ქსელში.
ზაალ ლატარიამ სასულირო პირს უპასუხა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, აპირებს თუ არა შვილის ვარდიგორის ეკლესიაში დასვენებას:
"დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია“, - დაწერა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



