რეზონანსი
(04.08.2026)

ჩაქვში კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზევე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე