
სემეკში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დოკუმენტები გადაუგზავნეს, თუმცა მარეგულირებელი კომისიიდან გამოკითხვაზე ჯერ არავინ დაუბარებიათ.
დავით ნარმანია ამბობს, რომ თანამშრომლობენ სუს-თან, თუმცა გამოკითხვაზე არ ყოფილან.
ჩვენ ვთანამშრომლობთ სუს-თან აღნიშნული კვლევის ფარგლებში, გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. გამოკითხვაზე არ ვყოფილვარ, - განაცხადა ნარმანიამ.
24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



