რეზონანსი
(03.08.2026)

თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა. უბედური შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ მოხდა.

როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ თანასოფლელებმა უთხრეს, მამაკაცს ელექტროსამუშაოების შესრულების გამოცდილება ჰქონდა და ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა.

მამაკაცს ელექტრობოძზე ასვლა მოუწია, რა დროსაც დენმა დაარტყა. მისი ჩამოყვანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ შეწყვიტეს.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე