რეზონანსი
(03.08.2026)

მარნეულში ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სადახლოში მოხდა. Marneulinews-ის ინფორმაციით, დაღუპული აქშინ ჯალილოვია, რომელიც BMW-ის ტიპის მანქანას მართავდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



