რეზონანსი
(03.08.2026)

რუსეთის ქალაქ გელენჯიკის მახლობლად, დასახლება არხიპო-ოსიპოვკას პლაჟზე დრონი ჩამოვარდა. სამი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. ამის შესახებ rtvi.com იუწყება.
„დაიღუპა 3 და დაშავდა 13 ადამიანი. დაჭრილთა შორის ბავშვებიც არიან“,- დაწერა „ტელეგრამში“ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა.
კრასნოდარის გუბერნატორის ცნობით, შეტევა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2-3 აგვისტოს, ღამით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა 131 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



