რეზონანსი
(01.08.2026)

გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთ-ერთი ვერსიით, კაცი ავტომობილის საბარგულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორმაცია თავდაპირველად „აჭარა თაიმსმა“ გამოაქვეყნა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე