რეზონანსი
(30.07.2026)

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში - "ტვ. პირველის" ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. "შამფურით" დაჭრეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა.

სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

დაშავებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე