რეზონანსი
(30.07.2026)

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ლუბლინში, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დროს პოლონეთში, სოფელ ტარნავა-კოლონიაში რაკეტა ჩამოვარდა.

მისი თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მზად ვიყავით რაკეტა ჩამოგვეგდო, თუ ფრენას გააგრძელებდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს Kh-101-ის ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა იყო“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე