რეზონანსი
(29.07.2026)

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

პრემიერის განმარტებით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და მინისტრი კახაბერ გულედანი დაიკავებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე